ივანიშვილის ადვოკატმა მითხრა, რომ ეროსი [კიწმარიშვილი] მოკლეს - ყოფილი მოსამართლე
სკანდალური ჩვენების სკანდალური გაგრძელება - ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ, რომელიც კარგად ინფორმცირებულია პირია, პირადად უთხრა, რომ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს.
ეს ვერსია კი გამორიცხავს გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.
ყოფილი მოსამართლე დეტალურად იხსნებს, როგორ შეხვდა მას კალანდაძე და როგორ უთხრა პირდაპირ, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე.
ალავიძის თქმით, მას უთრეს, რომ ამ საკითხზე ინფორმირებული იყო მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც.
ლაშა კალანდაძემ სთხოვა პაატა ქათამაძეს სთხოვა ჩემთან შეხვედრა. შევხდით ორჯერ თუ სამჯერ და ლაშა კალანდაძემ მთხოვა ასეთი რამ, რომ მაგ საქმეშიო ეროსიო მოკლეს, ეხლა ეროსის უნდა მოაგეიბინოი, მისი უფლებადამცველი ვინც არისო და ბიძინა გადაუხდისო მაგ თანხასო. ეგ საქმე ეგრევე უნდა მოაგვაროო. შენც მოგცემთ თანხასო და მაგ თანხას რასაც მოგცემთო, შოთაძე იყო მაშინ გენერალური პროკურორი, მიგიყვანს მასთანო, ჩემი ახლობელიაო, მიგიყვან მაგასთან და ის გარანტიებს მოგცემსო, შენ რომ თანხას მოგცემენმ, არ დაგიჭერენო. მაგ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში არის მზიაცო და მიდი მასთან და მისი მასთან და დაგელაპარაკებაო", - აცხადებს ბესარიონ ალავიძე.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება დასრულებულად 2016 წლის 22 ივლისს გამოაცხადა. უწყებამ ოფიციალურ განცხადებაში დაწერა "დაადგინეს, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა". საქმე თავიდანვე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.
რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 2014 წლის 15 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. მის თვითმკვლელობას ოჯახი თავიდანვე გამორიცხავდა.
ეროსი კიწმარიშვილი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდშიც აქტიურად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაში ადანაშაულებდა. ის ასევე აცხადებდა, რომ რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საქმე მის გარეშე ვერ გადაწყდებოდა.