გვიწევს ნაცმოძრაობას წარსული შევახსენოთ - როგორ ამართლებს"ოცნება" სიძულვილის ენის შემცველ კლიპს

18.10.21 20:12
გვიწევს ნაცმოძრაობას წარსული შევახსენოთ - როგორ ამართლებს"ოცნება" სიძულვილის ენის შემცველ კლიპს

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები და კლიპები -  "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ ფორმით, საზოგადოებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარსულს ახსენებენ. 

"ნაცმოძრაობას გვიწევს შევახსენოთ მათი წარსული, რომ ესე თამამად ვერ საუბრობდნენ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ქართულმა საზოგადოებამ. ეს იგივეა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვიღაცამ ახსენოს, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რაღატომ ლაპარაკობ ეს სიძულვილის ენა არისო. ჰიტლერი შეიძლება ცოტა ფართო მასშტაბიანი იყო, სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი ბოროტება არასდროს არ უნდა დაავიწყდეთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქართულმა ოცნება ვიდეო სახელწოფებით "დავასრულოთ ნაცები!" დღეს გაავრცელა. ვიდეოში ისმის მოწოდებები "ნაცობა სირცხვილია" და "დავამარცხოთ ნაცები".