ვფიქრობ საქართველოს იმიჯისთვის ეს საშინელებაა - ბრაიზა სააკაშვილის დაკავებაზე
საქართველო მორიგ პოლიტიკურ კრიზისშია - ასე აფასებს აშშ-ის ყოფილი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.
როგორც ბრაიზა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, კრიზისიდან გამოსვლისთვის ერთ-ერთი არჩევანი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალდებებზე ახალი სასამართლოს დანიშვნა შეიძლება იყოს.
ბრაიზა თვლის, რომ სააკაშვილის დაკავება პოლიტიზებულ დაკავებად გამოიყურება და საქართველოს მთავრობას ძალიან ვნებს.
ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო იმ ბრალდებებზე, რომლებიც სააკაშვილს წაყენებული ჰქონდა. ახლა ის ხომ ქვეყანაშია, ციხეშია! იმედია საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ კანონის უზენაესობას მიჰყვეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნება მიღებული, როგორც სამართლიანი - იყოს სამართლიანი ბრალის დამტკიცება ან გათავისუფლება". – ამბობს ბრაიზა.
მისივე თქმით, სააკაშვილის დაკავება საქართველოს იმიჯისთვის საშინელებაა.
ვფიქრობ საქართველოს იმიჯისთვის ეს საშინელებაა, ამას ვამბობდი ცოტა ადრე. საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი. ამ შემთხვევაში მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, ვაშინგტონში ხედავენ. ნებისმიერი ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს." – თქვა მეთიუ ბრაიზამ.