მოსამართლეებზე ზეწოლის გამაოგნებელი ფაქტები - სისტემას ექს მოსამართლე ამხელს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე მოსამართლეებზე ზეწოლის დღემდე უთქმელ ფაქტებზე ყვება - ამბობს, რომ როდესაც, ზეწოლას ვერ გაუძლო სასამართლოს წინ თავის ჩამოხრჩობას გეგმავდა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელიც ახლა საქართველოდან შორს არის, ქვეყნიდან წასვლამდე ქართველ ხალხს აღიარებით ჩვენებას უტოვებს. ბესო ალავიძე დეტალურად ყვება, რომ ივანიშვილი სასამართლოს ტერორში ამყოფებს.
ბესო ალავიძე ყვება, რომ მას "ქურდული გარჩევა" მურუსიძე-ჩინჩალაძის გარემოცვამ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე მოუწყვეს. ესაა საქმე, რომელიც ალავიძის მტკიცებით, კლანისთვის ივანიშვილთან ურთიერთობების დალაგების წინაპირობა იყო. ამიტომ უნდა გამოტანილიყო ისეთი გადაწყვეტილება, რაც ივანიშვილს სურდა. საქმის განმხილველი მოსამართლის ურჩობის შემდეგ კი მურუსიძე-ჩინჩალაძის გარემოცვა მოქმედებაზე გადავიდა. როგორც ალავიძე ამბობს, მას ციხით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმე ივანიშვილის ტერორის მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელება რუსთავი 2-ის საქმეა. ბესარიონ ალავიძე დეტალურად იხსნებს როგორ "შეიკერა" წლების წინ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის საქმე, როგორ ჩაკეტეს მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენლებმა ოთხაში იმის შემდეგ, მუქარით რომ ვერაფერს გახდნენ.
ქვეყნის მთავარი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთან შეხვედრის ეპიზოდს, სადაც ლაშა კალანდაძე რუსთავი2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილზე ამბობს რომ ის რეალურად მოკლეს. ეს კი ეწინააღმდეგება საგამოძიებო უწყების ვერსიას, რომ კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.