ქვეყანა, სადაც მთავრობა ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა - მეთიუ ბრაიზა

18.10.21 11:21
ქვეყანა, სადაც მთავრობა ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა - მეთიუ ბრაიზა

"ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა"- ამის შესახებ  მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. 

სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს "ამერიკის ხმასთან" გამოეხმაურა. 

ვფიქრობ, საქართველოს იმიჯისთვის ეს [მიხეილ სააკაშვილის დაკავება] საშინელებაა, ამას ვამბობდი ცოტა ადრე. საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი. ამ შემთხვევაში მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, ვაშინგტონში ხედავენ. ნებისმიერი ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს, ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები