საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა - ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტზე ისაუბრა.
იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმატებული იყოს, ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი პერსპექტივა. არ უნდა შევაკავოთ ისინი, ვინც მზად არის, წინ უფრო სწრაფად წავიდეს. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან ევროკავშირის ინტერესებშიც არის," – განაცხადა ლანდსბერგისმა.