შიმშილობის მე-19-ე დღე - მიხეილ სააკაშვილს დღეს საპატიმროში მედიკოსთა ჯგუფი მოინახულებს

შიმშილობის მე-19-ე დღე - მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში დღეს ექიმთა ჯგუფი შევა. შეხვედრა 3 საათზეა ჩანიშნული. მედიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ, მოხდება თუ არა მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა.
მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი უფლებადაცველი, კახა წერეთელი, ამბობს, რომ სააკაშვილს შიმშილობის კვალი ეტყობა, თუმცა ის თავს მხნედ გრძნობს.
რა თქმა უნდა, კვალი ამდენი ხნის შიმშილობის სახეზეა, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის ძალიან მხნედ გრძნობს თავს და არის ძალიან შემართებით და მთხოვა, რომ ეს გადმომეცა საზოგადოებისთვის. შიმშილობის ლამის სამი კვირა სრულდება და სამედიცინო კონსტროლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ შორის, დღევანდელ კონსილიუმსაც. რაც შეეხება საავადმყოფოში გადაყვანა - არ გადაყვანის საკითხს, ეს სცდება ადვოკატის კომპეტენციას და ამას ექიმები გადაწყვეტენ, - თქვა კახა წერეთელმა.
მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი პარტიის წევრებიც მოინახულებენ. მსჯავრდებულთან აუდიენციას სავარაუდოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თვავმჯდომარე, გრიგოლ ვასაძეც, გამართავს.