"პირადი კავშირებით ნაკარნახევი წერილია" - "ოცნების" დეპუტატი 70 ევროპელი პოლიტიკოსის წერილზე
დასასვლელი პარტნიორების წერილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნას ეხება, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მარიკა ბოჭორიშვილი, ეხმიანება. ბოჭორიშვილი თვლის, რომ 70 ევროპელი პოლიტიკოსის წერილი პირადი კავშირებითაა ნაკარნახევი.
წერილი, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და მათ შორის, რამდენიმე ამჟამად მოქმედი ევროპარლამენტარი, არის პირადი კავშირებით ნაკარნახევი წერილი, რომელშიც ვერ დავეთანხმები, ისეა აღწერილი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, შესაბამისად, - თქვა „ოცნების“ დეპუტატმა.
გავლენიანი პოლიტიკოსების წერილს ამ დრომდე დუმილით პასუხობს საქართველოს ხელისუფლება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხი არც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გასცა.
"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს" - გავლენიანი ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ. წერილს 70 ხელმომწერი ჰყავს და მისი ადრესატები ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები არიან.