შეთქმულებაში დადანაშაულებული თეოლოგი საპატრიარქოს პასუხობს

19.10.21 11:15
შეთქმულებაში დადანაშაულებული თეოლოგი საპატრიარქოს პასუხობს

თეოლოგი გოჩა ბარნოვი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის, სკანდალურ განცხადებას "ტვ პირველთან" პასუხობს. 

საუბარია ჯაღმაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც სასულიერო პირი ირწმუნება, რომ  გოჩა ბარნოვი სტამბოლში კონსტანტინეპოლის პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს და უკრაინის ახალი ეკლესიის საქართველოს მხრიდან აღიარების სანაცვლოდ არჩევნებში ,,ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას სთხოვს. 

ბარნოვის თქმით, ის ამ დღეებში კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შეხვერას ნამდვილად აპირებს, რაც საპატრიარქომ კარგად იცის. 

თეოლოგი მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაფინანსებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

მე ამ დროს კონსტანტინოპოლში ყოველთვის ჩავდივარ, რადგან მისი ყოვლადუწმინდესობის, ბართლომეუსის პატრიარქად კურთხევის წლისთავის აღნიშვნაა. წელს ამ დღიდან 30 წელიწადი გავიდა. მისალოცად ვაპირებ ჩასვლას, თუმცა თარიღი გადაწყვეტილი არ მაქვს. ივნისშიც ჩავდივარ, როცა მისი ანგელოზის ხსენების დღეა. ძალიან კარგი შეხვედრები და ურთიერთობა მაქვს. ამაში მე პროვოკაციულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ნამდვილად ვერ ვხედავ. რა აშფოთებს საპატრიარქოს, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი"- ამბობს ბარნოვი. 

თეოლოგის თქმით, წმინდა სინოდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრიბასთან დაკავშირებით განხეთქილება არსებობს. 

მეუფე გრიგოლთან ახლა არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მე არცერთი მეუფე არ მაფინანსებს"- აღნიშნა "ტვ პირველთან" გოჩა ბარნოვმა. 

საპატრიარქო ეპისკოპოსებს მოსაყრდრე შიოს  წინააღმდეგ შეთქმულებაში ღიად ადანაშაულებს. მამა ანდრია ჯაღმაიძის მტკიცებით,  ერთ-ერთი ეპისკოპოსის დაფინანსებით მსოფილიო პატრიარქთან თბილისიდან თეოლოგების ჯგუფი დღეს უნდა გაფრინდეს და მსოფლიო პატრირქს გარანტიები მისცეს.