ეკლესიამ 50 მილიონი მოითხოვა, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლებისგან უარი მიიღო - სასულიერო პირის სკანდალური აღიარება
სასულიერო პირის სკანდალური აღიარება ამბიონიდან - სხალთელი ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის, თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება დაფინანსების საკითხზე დაიწყო.
ირკვევა, რომ ეკლესია წინა ხელისუფლებას ყოველწლიური 25 მილიონსი ნაცვლად, დაფინანსების 50 მილიონამდე გაზრდას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. აღმოჩნდა, რომ ფინანსთა ყოფილ მინისტრთან მოლაპარაკებებს სწორედ მეუფე სპირიდონი აწარმოებდა.
25 000 000 რა არის? ამდენი ადამიანი მუშაობს, ემსახურება დედა ეკლესიას. მივედი და ვთხოვე, ასეა და 50 000 000 უნდა გახადოთ-თქო. ბევრი სიარული დამჭირდა, თუმცა ბოლოს მითხრეს, რომ გავზრდითო. ხელი ჩამოვართვით, ამის შემდეგ პატრიარქს ვახარე, საქმე გაკეთებულია-თქო. დავდივარ ეკლესიის ეზოში და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე მირეკავს, ბიუჯეტს ვინც განაგებს და მეუბნება, ჩვენ 50 000 000 მილიონი არ გვაქვს და იმ 25 000 000-ს 2,5 მილიონს კიდევ მოვაკლებთო"- აცხადებს მეუფე სპირიდონი.