სააკაშვილის ხელისუფლების კრახი განაპირობა იმან, რომ ის ეკლესიას დაუპირისპირდა - მეუფე სპირიდონი
სააკაშვილის ხელისუფლების კრახი განაპირობა იმან, რომ ის ეკლესიას დაუპირისპირდა - ამის შესახებ სხალთელმა ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას ისაუბრა.
მისი თქმით, სააკაშვილი მმართველობის პირველ წლებში ეკლესიას ფინანსურად ეხმარებოდა, თუმცა უცხო ქვეყნების ჩარევით დაფინანსება შეუწყვიტა.
მოგვეხმარა ბატონი პრეზიდენტი სააკაშვილი, ამას არავინ უკარგავს. უნივერსიტეტს ბაზა სწორედ მან გადმოსცა. 2004 წელს, როცა ჯავახეთში ბავშვთა სახლი დაარსდა, პატრიარქმა დამავალა და სააკაშვილის ხელისუფლებას დახმარება ვთხოვეთ, სწორედ მათ გადმოგვცეს ის შენობები. სააკაშვილი ფინანსურადაც გვეხმარებოდა, ამას მას არავინ უკარგავს, თვითონ დაუკარგა საკუთარ თავს, ღმერთმა აპატიოს.
მერე მოხდა საოცრება, რადგან თურქებმა და ამერიკელებმა დაუცაცხანეს - ნუ ეხმარები ეკლესიასო და გააჩერეს.
რომ ვფიქრობ, რამ განაპირობა სააკაშვილის ხელისუფლების კრახი, ეს იქიდან იყო, რომ ის ეკლესიას დაუპირისპირდა"- თქვა ეპისკოპოსმა.