პარლამენტთან დამატებითი ძალები გადაისროლეს - კადრები კახეთის გზატკეცილიდან
კახეთის გზატკეცილზე ძალოვნების განსაკუთრებული მობილიზებაა. "პირველების" კამერამ გადაიღო დედაქალაქის მერიის ბალანსზე არსებული სამარშრუტო ტაქსები, რომლითაც სამართალდამცველები, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე გადაჰყავთ. დაახლოებნით 10 ავტობუისი დედაქალაქის მტავარი გამზირისკენ უკვე დაიძრა.
გდდ-ს თანამშრომლების მობილიზებაა ვარკეთილშიც, რომლებიც ასევე რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. "პირველები" დაინტერესდა, რა ბრძანება გასცა გდდ-ს ახალმა ხელმძღვანელმა, თუმცა ისინი კითხვებს არ პასუხუბენ.
აღსანიშნავია, რომ მობილიზებულია დაკავების ავტომობილებიც.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, კი თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!" - "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.