ხმა მივეცი ქალაქების და სოფლების გათავისუფლებას - მამუკა ხაზარაძე
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ის საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ მივიდა.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ხმა იმ ქალაქების და სოფლების გათავისუფლებას მისცა, რომელიც, რეალურად ქართველ ხალს ეკუთვნის. მან ასევე მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა თავისუფალ არჩევანს, ჩამოაშორა ჩვენს ევროპულ არჩევანს და ქვეყანა შეიყვანა კრიმინალურ და კორუფციულ ჭაობში. ჩემი დღევანდელი ხმა მივეცი გათავისუფლებას იმ ქალაქების და სოფლების, იმ მუნიციპალიტეტების, რომელიც, რეალურად, ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ ეკუთვნის ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი, - თქვა ხარაზაძემ ჟურნალისტებთან.
მამუკა ხარაზაძე ასევე "ოცნებას" აფრთხილებს, რომ არ გამოიყენოს ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ.
მინდა, ყველა გავაფრთხილო, პირველ რიგში, ე.წ. ხელისუფლება, რომ თმის ღერი არ ჩამოუვარდეს არავის და ეს მუქარა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ბევრჯერ მითქვამს, მე არ მეჯრა კრებით გადაცემა ხელისუფლების და ყველამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისგებლობა არჩევნები იქნება ეს თუ ქუჩაში დემონსტრაცია, - თქვა პოლიტიკოსმა.