მე ხომ არალეგიტიმური ვარ? - ყაველაშვილი არ პასუხობს კითხვას დაურეკა თუ არა ტრამპმა
მიხეილ ყაველაშვილი არ პასუხობს კითხვას დაურეკა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
"მე ხომ არალეგიტიმური ვარ, კითხვას რატომ მისვამთ?" - უთხრა TV პირველის ჟურნალისტს "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა.
ყაველაშვილმა არაერთ შეკითხვის მუხედავად არ თქვა, შედგა თუ არა კომუნიკაცია "დაპირების" შემდეგ.
"ამერიკაში ვინ, იყო, ხომ არ იცით? ვისი სახელით ვიყავი? ტრამპმა ვინ მიიწვია იქ, საზეიმო ვახშამზე? შეგიძლიათ გამცეთ პასუხი? ვერ მცემთ პასუხს?" - მიმართა TV პირველის კორესპოდენტს ყაველაშვილმა.
ჟურნალისტი ინა ცარციძე შეეცადა "ქართული ოცნების" პრეზიდენტისთვის აეხსნა, რომ გაეროში მიწვეული იყო 198 ქვეყნის ლიდერი.
ყაველაშვილი: და მე ვინა ვარ?
ჟურნალისტი: თქვენ ჩვენგან ლეგიტიმაციის აღიარებას ითხოვთ?
ყაველაშვილი: არა, არა, არ ვითხოვ...
ყაველაშვილის თქმით, ტელევიზიებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც ამბობენ, რომ "ხელისუფლება არალეგიტიმურია და არავინ აღიარებს".
ტრამპთან შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც შესააძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა აშშ-ს პრეზიდენტს და ის გზავნილი, რომელიც შეჯამების დროს გავაკეთე, არის სიმართლე. მან მითხრა, რომ ის აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობის განახლების საკითხს. ამის მეტი ინფორმაცია არსებობს. ტრამპთან შეთანხმება არ მქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვისდა დაკავშირება დარეკვას არ ნიშნავს, - დასძინა მან.