მერის კომპეტენცია არ არის პენსიის მომატება - მაჭარაშვილი ენმ-ს დაპირებებზე

19.10.21 13:12
მერის კომპეტენცია არ არის პენსიის მომატება - მაჭარაშვილი ენმ-ს დაპირებებზე

მმართველი გუნდი ნიკა მელიას ცრუ დაპირებების გაცემაში ადანაშაულებს. უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს დაპირებები თვითმართველობის არჩევნების ფორმატში არ ჯდება, რადგან მერის კომპეტენცია პენსიის მომატება არ არის. 

ცალსახაა, რომ ეხლა არის თვითმართველობის არჩევნები შესაბამისად, მერის კომპეტენცია არ არის პენსიის მომატება და არც სკოლაში არსებული კვების რეგულაციები და ამაზე იყო მითითება. "ნაციონალურმა" მოძრაობამ" ესეც ვერ გაიგო, თვითმართველობის არჩევნები რა ფორმატში ტარდება", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა. 

ცნობისთვის, თბილისში  ოპოზიციის მერობის ერთიანი კანდიდატის ნიკა მელიას ბანერები გამოჩნდა. მელია ამომრჩეველს პენსიის გაზრდას, ხოლო  პედაგოგებისთვის სახელფასო დანამატების გაზრდას პირდება.