მარში თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა - მსვლელობას ემიგრანტები შეუერთდნენ

04.10.25 16:24
მარში თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა - მსვლელობას ემიგრანტები შეუერთდნენ

თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

მარშის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს მელიქიშვილის გამზირი.

"ვიბრძვით სამშობლოსთვის, უკან დახევა შეუძლებელია"- ამბობენ სტუდენტები. 

მსვლელობას ემიგრანტები შეუერთდნენ, რომლებიც სამშობლოში დღევანდელი აქციისთვის ჩამოვიდნენ. 

„ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველოს რუს ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს არ დავუთმობთ. გვსურს, რომ ჩვენი მომავალი იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. საქართველო არ გარუსდება და ბიძინა ივანიშვილი ახალგაზრდა თაობას თავის მარწუხებში ვერ მოაქცევს. ბრძოლა იქნება ბოლომდე! ჩვენი ერთადერთი მიზანია სამშობლოსთვის ბრძოლა, ამიტომ ამ ბრძოლაში უკან დახევა არ შეიძლება! ბიძინა ივანიშვილი ჩვენგან უნდა ელოდოს სიურპრიზებს და ეს სიურპრიზი გამარჯვებით დასრულდება“, - აცხადებს მარშის ერთ-ერთი მონაწილე დათუნა დანელია.