სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, რომ ქვეყანამ დაისვენოს მჩაგვრელი სააკაშვილის პარტიისგან - ღარიბაშვილი

19.10.21 13:25
სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, რომ ქვეყანამ დაისვენოს მჩაგვრელი სააკაშვილის პარტიისგან - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, მმართველმა გუნდმა არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციის დასამარცხებლად სრული მობილიზება გამოაცხადა. ღარიბაშვილი მოუწოდებს "ოცნების" ამომრჩეველს, მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემის პროცესში. 

ჩვენ დავიწყეთ თითოეულ მუნიციპალიტეტში შეხვედრა აქტივთან. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ, უნდა ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, რომ დესტრქუციულ ოპოზიციას არ მივცეთ არანაირი საბაბი, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მომდინარეობს მჩაგვრელი მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან", - ამბობს ღარიბაშვილი.