ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - მურთაზ ზოდელავა

04.10.25 19:00
ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - მურთაზ ზოდელავა

მორჩა ლაი-ლაი, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა! მორჩა ჩმორობა! იწყება ხალხის ნების აღსრულება!" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ მასშტაბურ აქციაზე სიტყვით გამოსვლილას განაცხადა.

ზოდელავამ "მამაკაცურ ძალას" მოუწოდა, კონკრეტულ ადგილზე შეიკრიბონ და სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება დაიწყონ.

მისი თქმით, პირველი, სადაც მივლენ, პრეზიდენტის სასახლე იქნება, რომლის "გასაღებსაც ჩაიბარებენ".

"მივაკითხავთ ვითომ პრეზიდენტს, ჩაგვხედოს ერთი თვალებში,"- თქვა ზოდელავამ. 

ქართველმა ხალხმა დაიბრუნა ძალაუფლება. მე მინდა, მივმართო, პირველ რიგში, ზალოვანი სისტემის, ე.წ. გდდ-ს და სხვა თანამშრომლებს, თქვენ დღეს დადექით კონკრეტული არჩევანის წინაშე. უნდა აირჩიოთ" ან ქართველი ხალხი, ან ივანიშვილის მსახურება. დღეს ჩენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი, ან გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც ჩვენ წინ დაგვხვდება, ჩვენ მას დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას, ვისკენ ხარ?! ხალხისკენ, კონსტიტუციისკენ თუ ივანიშვილისკენ?! ვისკენ ხარ, სამშობლოსკენ თუ რუსეთისკენ?! მხოლოდ ის იქნება აღქმული ჩვენს მიერ პოლიციელად და ძალოვნად, რომელიც სწორ პასუხს მოგვცემს, რომ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მორჩა ლაი-ლაი, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა! მორჩა ჩმორობა! ყველას გთხოვთ, მამაკაცური ძალა გამოირჩეს, ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, თქვენ არ უნდა დაიშალოთ! თბილისი, საქართველო, დაგვემატეთ! გამოდით! მამაკაცური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ, უკანა მხარეს ჩვენ შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს! ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი! ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ მანამდე, ახლა მივმართავ ძალოსნების მშობლებს, ოჯახის წევრებს, თქვენ გრჩებათ დრო, ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად, მაგრამ დრო იმისა, რომ დაურეკოთ, მოაკითხოთ და წაიყვანოთ სახლებში, ხალხის რისხვას დღეს გაარიდეთ თქვენი შვილები! ისინიც ქართელები არიან და ამიტომ მათაც უნდა ჰქონდეთ შანსი, დაბრუნდნენ სახლში მშვიდობიანად! 

აქ იქნება გარკვეული გამოსვლები, მოგაწოდებთ ინფორმაციას, მაგრამ მამაკაცური ძალა, ვისაც არ ეშინია და აქ არავის ეშინია! ბიძინა, მორჩა შენს მიმართ შიში! შე ჩმორო! დღეს გაჩვენებთ ჩვენ ვინ ვართ! მამაკაცური ძალა, გელოდებით! მივაკითხოთ ვითომ პრეზიდენტს, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. 

ხალხი ამ წუთებში ორბელიანების სასახლისკენ მიემართება. 

მსგავსი სიახლეები