კალაძე ათონელზე განვითარებულ მოვლენებს "სახელმწიფო გადატრიალების" კვალიფიკაციას ანიჭებს
კახა კალაძე ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს "სახელმწიფო გადატრიალების" კვალიფიკაციას ანიჭებს. "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ რეაგირება უმკაცრესი იქნება.
კანონის ფარგლებში ყველას მაქსიმალურად გაეცემა პასუხი - ამბობს კალაძე.
„ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პირდაპირ აღსრულების მცდელობა და აღსრულება, ფაქტობრივად, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე გამოვლენილი იქნება, ასევე ის პირები, ვინც ამისკენ მოუწოდებდა იქ შეკრებილ ადამიანებს. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში ყველას მაქსიმალურად გაეცემა პასუხი", - განაცხადა კალაძემ.