ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ "ნაცმოძრაობა" - კობახიძე მობილიზაციას აცხადებს

19.10.21 13:45
ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ "ნაცმოძრაობა"  - კობახიძე მობილიზაციას აცხადებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შეფასებით, თვითმართველობის არჩევნების მეორე ტური "ოცნებას" მოგებული აქვს და ქვეყანას შეუძლია, მშვიდად განვითარდეს. კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოოდ გასანეიტრალებლად აუცილებელია, 30 ოქტომბერს ამომრჩევლის სრული მობილიზება მოხდეს. 

როგორც კი დასრულდება არჩევნების მეორე ტური, მოცემულობა იქნება, რომ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად,  ჩვენ მოვახერხებთ სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას; მოგებული გვექნება მათივე გამოცხადებული, მათი ბელადი არის ციხეში, ეს მესამე, ყველა წინაპირობა იქნება, რომ შემდეგი 3 წლის განმავლობაში ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. 18 წელია, ამ ქვეყანას უშლიან ხელს "ნაციონალები".

ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ "ნაცმოძრაობა", ამისათვის საჭიროა 30 ოქტომბრისთვის სრული მობილიზაცია, ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია 20-ვე მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი, რომ სრულიად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა", - ამბობს კობახიძე.