ცესკო: დათვლილია ხმების 99% - კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%
ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ 71.588% მიიღო. [ ცესკო-ს ცნობით, თბილისის 584 უბნიდან მონაცემები დათვლილია 581 უბანზე - 99.486%].
ცესკოს პირველადი მონაცემები ასეთია:
- კახა კალაძე 214 575 ხმა (71,588%);
- ირაკლი კუპრაძე - 37 257 ხმა (12,43%);
- იაგო ხვიჩია 22 535 ხმა (7,518%);
- ზურაბ მახარაძე - 12 356 ხმა (4,122%).
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების 2 პროცენტზე ნაკლები მიიღეს.