ნიშნის მოგებით საუბარს ჯობია გავერთიანდეთ - თინა ბოკუჩავა
ნიშნის მოგებით საუბარს ჯობია გავერთიანდეთ - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც დღევანდელ მოვლენებს გაემიჯნენ.
ბოკუჩავა ამბობს, რომ გაერთიანების გარეშე ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია.
აღარ შეუძლია ხალხს ამდენი იმედგაცრუება, აღარ შეუძლიათ ამდენი დაქსასულობის ყურება - ამბობს ენმ-ს ლიდერი.
დღეს არაფერი არ მთავრდება, მაგრამ დამთავრდება იმ შემთხვევაში, ჩვენ თუ ერთმანეთს დავერევით, თუ ერთმანეთს დავჭამთ, მაშინ დამთავრდება. ნიშნის მოგებით კი არ უნდა გვესაუბრობს ახლა ან სალომე ზურაბიშვილი ან ნებისმიერი მათგანი, არამედ, უნდა გავერთიანდეთ ხალხო. გაერთიანების გარეშე, ყოველთვის მოიგებს ივანიშვილი, ყოველთვის დაქსაქსავს ოპოზიციას. ხალხი როცა რუსთაველზე გამოდის, რისთვსი გამოდის, ერთიანობისთვის გამოდის და ამ დროს რა, ოპოზიციას ერთმანეთთან მუშაობა და თანამშრომლობა არ შეუძლია? აღარ შეუძლია ხალხს ამდენი იმედგაცრუება. აღარ შეუძლიათ ამდენი დაქსასულობის ყურება",- ამბობს თინა ბოკუჩავა.