სრული აბსურდია, რაც წერია ბანერებზე - კობახიძე მელიას დაპირებებზე

19.10.21 13:52
სრული აბსურდია, რაც წერია ბანერებზე - კობახიძე მელიას დაპირებებზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებები პენსიებისა და ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით არარეალურია. კობახიძის შეფასებით, მელიას დაპირებები "სასოწარკვეთილი ნაბიჯია".

მან იცის, რომ წაგებული აქვს არჩევნების მეორე ტური, ცდილობს, რომ თბილისელები მოატყუოს. სრული აბსურდია, რაც წერია ბენერებზე, პენსიებს რაც შეეხება, კანონით მას ამის უფლება არ აქვს, ამას ჭირდება 240 მილიონი ლარი, იგივე ეხება სკოლებსაც, ამას სჭირდება დამატებით 100 მილიონზე მეტი ლარი, რას აკლებს ამას ჯანდაცვას, თუ რას, ეს არის საკითხავი.  ეს არის აბსურდი და ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ მელია აგებს თბილისში არჩევნებს", - ამბობს კობახიძე.