კობახიძე ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის აქცია უცხოური სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის აქცია უცხოური სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.
აქედანაც მინდა გამოიტანოთ დასკვნები, როგორი იქნება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უცხოური აგენტების, აგენუტურის და უცხოური სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილი ოპერაციების მიმართ - აცხადებს "ოცნებსი" პრემიერი.
კობახიძე ამბობს, რომ "ვინც უცხოური სპეცსამსახურის მიერ დაკვეთილ ოპერაციებში მონაწილეობს, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა".
ვინც სცადა ხელი აღემართა ჩვენს სახელმწიფოზე უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქზიაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება ვინმემ მისცეს ხელისფულების დამხობის შესაძლებლობა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ დამხობის აქცია უცხოური სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული, ე.წ. სამასდღიანი პროტეტის გაგრძელება და პირდაპირი ლოგიკური კავშირია ამ სამარცხვინო 50-150 კაციან პროტესტსა და დამხობის აქციას შორის. აქედანაც მინდა გამოიტანოთ დასკვნები, როგორი იქნება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უცხოური აგენტების, აგენუტურის და უცხოური სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილი ოპერაციების მიმართ. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები ნებისმიერი ძალადობის მიმართ. სახელწმიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, უცხოური სპეცსამსახურის მიერ მოსაწყობი რევოლუციის ადგილი ვერ იქნება ჩვენი ქვეყანა და ვინც მონაწილეობს უცხოური სპეცსამსახურის მიერ დაკვეთილ ოპერაციებში, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი", - ამბობ კობახიძე.