არქიმანდრიტი დოროთე არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" EU-ს ელჩი დააკავოს

05.10.25 00:25
არქიმანდრიტი დოროთე არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" EU-ს ელჩი დააკავოს

ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი დოროთე ყურაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის ელჩი დააკავოს. 

ამის შესახებ სასულიერო პირმა TV პირველის ეთერში განაცხადა. 

შეიძლება [ევროკავშირის ელჩი საქართველოში  პაველ ჰერჩინსკი] დაიჭირონ, ესენი [ქართული ოცნება] ამასაც გაბედავენ"- თქვა არქიმანდრიტმა. 

ირაკლი კობახიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩს აკისრეს.

გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში - ამბობს "ოცნების" პრემიერი პაველ ჰერჩნსკის მისამართით. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ "კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა გამოუცხადა".

მსგავსი სიახლეები