ზოდელავას განმარტება პრეზიდენტის სასახლის დაკავების მცდელობაზე

05.10.25 00:53
ზოდელავას განმარტება პრეზიდენტის სასახლის დაკავების მცდელობაზე

4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრ მურთაზ ზოდელავა პრეზიდენტის სასახლის დაკავების მცდელობაზე პირველ განმარტებას TV პირველის ეთერში აკეთებს. 

"სწრაფი გამარჯვების მცდელობა იყო"- თქვა პოლიტიკოსმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში.

"სწრაფი გამარჯვება არ გამოვიდა, მაგრამ ამის გამო ხალხი ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდეს"- მიიჩნევს ოპოზიციონერი.

„ეს იყო სწრაფი გამარჯვების მცდელობა, ვაჟკაცური მცდელობა ბევრი ადამიანის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიჰილიზმში გადავვარდეთ. თუ გვინდა გამარჯვება, უნდა მივიღოთ ეს რამდენიმე დღიანი ბრძოლაც. ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას სადაც ველოდებით, იქ შევუტიეთ. პირადად მე სპეცრაზმის კორდონს შევასკდი მანდ [ორბელიანებზე]. იქ [პრეზიდენტის სასახლეში] იყო მეტი შესაძლებლობა, რომ სწრაფი გამარჯვება მოგვეპოვებინა. არა უშავს, არ გამოვიდა სწრაფი გამარჯვება? -მივიღოთ ფსიქოლოგიურად ახლა ეს“, - თქვა ზოდელავამ „ტვ პირველთან“.

რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა დაიჭირონ იმისთვის, რომ მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლის დაკავებისკენ, მურთაზ ზოდელავას თქმით, ის ყველაფრისთვის მზადაა.

მსგავსი სიახლეები