მამიკო, იცოდე, რომ მამას ცუდი არაფერი გაუკეთებია! - ირაკლი ნადირაძის მიმართვა დაკავებამდე
"სხვანაირად არ შემეძლო, ძმაკაცი, ლევან ხაბეიშვილი არაფრის გამო დამიჭირეს, მინდოდა, ეს კაცი დღესვე ყოფილიყო თავისუფალი"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძემ დაკავებამდე ბოლო ინტერვიუ TV პირველს მისცა და ხალხს მოუწოდა, რომ "ხვალ უფრო მეტი ოპტიმიზმით გააგრძელონ ბრძოლა".
ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე მიმართა შვილებსაც და უთხრა, რომ მათ "მამას ცუდი არაფერი გაუკეთებია და პირქით, უნდა იამაყონ მისით".
თუ ვინმეს უნდოდა, რომ ყველაფერი დღესვე დამთავრებულიყო, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომ ყველა პოლიტპატიმარი, ყველა სინდისის პატიმარი ყოფილიყო თავისუფალი და ეს ქვეყანა ყოფილიყო რუსებისგან თავისუფალი, მაგრამ ნუ ჩავარდებით უიმედობასა და პესიმიზმში. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ქვეყანში, ამ ქალაქში არის 200 ათასზე მეტი რევოლუციონერი, ვინც მოვიდა მშვიდობიანი რევოლუციისთვის.
რაღაც ვერ გავაკეთეთ ისე, არ გამოგვივიდა? - ბევრი მიზეზი იყო, დამერწმუნეთ. რატომღაც ის არ გამოვიდა, რაც უნდა გამოსულიყო, მაგრამ ხვალ გამოვა, რადგან აქ იდგა ძალიან ბევრი ჭკვიანი, პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. ბევრი ქუჩის ლიდერი, რომელიც ხვალ და ზეგ გააგრძელებენ ბრძოლას. რომლებიც უკეთესად დაიგეგმებიან - დღეს თუ არ გამოვიდა? - ხვალ აუცილებლად გამოვა!
მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვინც არ დაიჯერა, რომ 200 000 ადამიანი გამოვიდოდა და ამ ადამინებში იყო რევოლუციური მუხტი. ხვალ თქვენ თქვენც ჩაერთეთ, თქვენც დაგეგმეთ. დღეს არ გამოგვიდა, ხვალ უნდა გამოგვივიდეს! ამ ქვეყანას ვერ გავარუსებთ, ამ ქვეყანას რუსებს არ დავუტოვებთ.
მთავარი რაც არის - ერთადერთი რამ მინდა გითხრათ: სხვანაირად არ შემეძლო და არ შეგვეძლო. მე მეგობარი, ჩემი ძმაკაცი, ლევან ხაბეიშვილი არაფრის გამო დამიჭირეს, მინდოდა, ეს კაცი დღესვე ყოფილიყო თავისუფალი. ყველა პოლიტპატიმარი, ყველა სინდისის პატიმარი თავისუფალი მინდოდა რომ ყოფილიყო. ასე გამზარდეს მე ოჯახში - დედაჩემმა, ნანი ციციშვილმა და მამაჩემმა, შოთა ნადირაძემ.
მე ოთხი შვილი მყავს და არ მინდა, ჩემი შვილებიც ებრძოდნენ შვილებს. მინდა, ეს ჩვენ, ჩვენმა თაობამ გააკეთოს და არ დავუტოვოთ საბრძოლველი ჩვენს შვილებს - მომავალ თაობებს.
მამიკო, როცა ნახავ [ინტერვიუს], იცოდე, რომ მამას ცუდი არაფერი გაუკეთებია. მამა იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას. ჩემი მეგობრები ვინც აქ [პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე] არიან, გააგრძელებენ ბრძოლას ამ ქვეყნის ტავსიუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, იმიტომ რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი. დღეს აქ იყო ანწუხელიძის საქართველო, ეს არის მარო მაყაშვილის საქართველო, შინდისის გმირების საქართველო. ბრძოლა გაგრძელდება და ეს ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს!", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.