ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცრაზმი გაიყვანეს

05.10.25 02:19
ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცრაზმი გაიყვანეს

ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცრაზმი გაიყვანეს - პერიმეტრიდან გაიყვანეს სპეცტექნიკაც. ტერიტორიას ტოვებენ შსს-ს თანამშრომლებიც. 

გდდ-ს და შსს-ს თანამშრომლებმა ორბელიანის სასახლის ტერიტორიის დატოვება, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. 

ათონელის რეზიდენციის ნაწილი უკვე ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს, შესაბამისად, მალე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება. 

 

მსგავსი სიახლეები