კობახიძე ისევ იმუქრება - “დაუსჯელი ვერავინ დარჩება“
ირაკლი კობახიძე კვლავ იმუქრება - “ოცნების“ პრემიერი აცხადებს, რომ "ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს".
მისივე თქმით, "დაუსჯელი ვერავინ დარჩება".
უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი. პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები. ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედეს ძალიან მკაცრად".- თქვა კობახიძემ.