YEPP იგორ ნარმანიაზე თავდასხმაზე: ვგმობთ საქართველოში პოლიტიკური ძალადობის მასშტაბის ზრდას
ახალგაზრდული ევროპის სახალხო პარტია იგორ ნარმანიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მათი თქმით, ისინი სრულ სოლიდარობას უცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მკაცრად გმობენ საქართველოში პოლიტიკური ძალადობის მასშტაბის ზრდას.
გუშინ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილესა და ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, იგორ ნარმანიას, თავს დაესხნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ბანდიტები. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას განზრახ ჩაარტყა თავში რკინის ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც ნარმანიამ მიიღო მძიმე დაზიანება და დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა.
სამართლიანობის უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს შეთითხნოს ბრალდებები ბატონ ნარმანიასა და სხვა აქტივისტების მიმართ, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებზე, რათა ისინი წარმოაჩინოს თავდამსხმელებად, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ფარგლებში. რეჟიმის მიზანი აშკარაა: გააჩუმოს ახალგაზრდა თაობა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
YEPP სრულ სოლიდარობას უცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მკაცრად გმობს საქართველოში პოლიტიკური ძალადობის მასშტაბის ზრდას.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ იმოქმედოს და დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხსა და ახალგაზრდობას მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისათვის.“ - წერია განცხადებაში