დალეწეს გარშემომყოფი, თვალწარმტაცი ღობე - ყაველაშვილი

05.10.25 14:22
დალეწეს გარშემომყოფი, თვალწარმტაცი ღობე - ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი ათონელის რეზიდენცის გარშემომყოფი ღობის დაზიანებით უკმაყოფილოა და წუხს, რომ “დალეწეს გარშემომყოფი, თვალწარმტაცი ღობეე, რომელიც არავის უნდა ეპატიოს“.

“ოცნების“ პრეზიდენტის თქმით, “ამ ყველაფერზე მკაცრი პასუხი უნდა იქნას გაცემული.“

"პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ესეთი განხორციელებული ძალადობრივი აქტი, როგორიც გუშინ განახორციელეს, დაამსხვრიეს, დალეწეს გარეშემო მყოფი ღობე და ის ერთ -ერთი თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს აქ სიარული და ვხედავთ უამრავ ადამიანს, ტურისტებს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით და როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი და ეს არავის არ უნდა ეპატიოს. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის არ შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით. არავის არ მივცეთ იმის საშუალებას, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა დაგეგმონ, რომ აქ მოხდეს არეულობა და ძალადობრივად ხელისუფლების ცვლილება. არავის არ მიეცემა ამის საშუალება და დღეს უფრო მეტად იქნება სიმკაცრე, დაელოდონ, კიდევ იქნება ალბათ, იმიტომ რომ ეს აუცილებელი მოთხოვნაა",- განაცხადა ყაველაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები