სავარაუდოდ, ეს იყო დიდი ღალატი - ლექსო ბურჭულაძე გუშინდელ მოვლენებზე

05.10.25 14:30
სავარაუდოდ, ეს იყო დიდი ღალატი - ლექსო ბურჭულაძე გუშინდელ მოვლენებზე

მსოფლიო ბანის შვილი ფიქრობს, რომ გუშინდელ მოვლენებში ადგილი ღალატს ჰქონდა. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.  ლექსო ბურჭულაძე მოვლენებს ქრონოლოიურად იხსენებს და ამბობს, რომ ეს ეჭვი მას საბოლოოდ მურთაზ ზოდელავას ბოლო განცხადებამ გაუმყარა. 

ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა იყო გეგმა, - თქვა ლექსო ბურჭულაძე ეთერში. 

შესაძლო ღალატს რომ ადგილი ჰქონდა, მაგას მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ვნახე მერე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება, რომ ყოფილიყო გაწერილი. და, აი, უკვე მურთაზის სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. შეიძლება გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, დარწმუნებული ვარ, ვერავინ ვიტყვით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი ან გეგმა "ბ" არ იყო ან განვითარება არ უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს. ვერავინ დავიჯერებთ, ეს იყო ღალატი. სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ, და მე კიდევ იქით მივდივარ, რომ რახან პაატა იძახდა სულ, რომ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერია, წარმომიდგენია, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღია კარების ვარიანტი, რომ ჩავიდოდით, არ უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ შეხლა-შემოხლა. არ ვიცი, იქიდან  უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ მხარეს თუ რა იყო..., - ამბობს ლექსო ბურჭულაძე. 

 

შსს-ს ინფორმაციით,  მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და პაატა ბურჭულაძის გარდა,  "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანგალაძე და პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ბერიძე დააკავეს.

შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ "ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები