ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ გუშინდელი პროტესტი გარე ძალებისგან იყო მართული

05.10.25 15:19
ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ გუშინდელი პროტესტი გარე ძალებისგან იყო მართული

მიხეილ ყაველაშვილი  ამტკიცებს, რომ გუშინდელი პროტესტი გარე ძალებისგან იყო მართული.მისი თქმით, სწორედ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებული ძალები მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ.

 

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის არ შერჩება, იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით, - თქვა მან.

ყაველაშვილის თქმით, “სახელმწიფო ვერავის მისცემს იმის საშუალებას, რომ მოვიდეს, დაანგრიოს ყველაფერი და მერე თქვას, რომ არ გაუკეთებია.“

ვერ მისცემს სახელმწიფო ვერავის იმის საშუალებას, რომ მოვიდეს, დაანგრიოს ეს ყველაფერი და ხვალ გამოვიდეს და დაიწყოს, ეს მე არ ვიყავი, სხვა იყო, დამიმტკიცე და ა.შ. როგორც ახლა სინდისის პატიმრები გახადეს ის ადამიანები. ასეთივე ქმედებებიდან, როცა რეაგირება ხდება, დაირაზმებიან საზოგადოების წევრები და იწყებენ ამ კამპანიას, რომ ნახე როგორ ექცევიან ახალაგაზრდებს, დაიჭირეს და ციხეში ჩაყარეს. ვინ მისცემს იმის საშუალებას ახალგამოჩეკილ, ძალიან მიჭირს, ეს ხელოვანი კაცი ვინ “დაავერბოვკა“, ან რა შეგნებით მოქმედებდა, მთელი გუშინდელი საზოგადოება რომ გამოყვა და მოლოდინი რეჟიმში იყო, რომ რაღაც სასწაული უნდა მოეხდინა თითქოს და დაემხო ხელისუფლება. რისი სჯეროდათ, როგორ სჯეროდათ, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს ენდო, გაყვე კიდევაც ბრძოლაში,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები