ენმ ორგანიზაცია Young Fine Gael International-ის განცხადებას ავრცელებს

05.10.25 15:57
ენმ ორგანიზაცია Young Fine Gael International-ის განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ორგანიზაცია Young Fine Gael International-ის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმაზეა საუბარი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი თავდასხმები მიზნად დაშინებასა და დემოკრატიული პროცესის ჩახშობას ისახავს.

იგორ ნარმანიაზე, ოპოზიციონერ ახალგაზრდა ლიდერზე განხორციელებული ამ ბოროტი და ლაჩრული თავდასხმის ამბავი ღრმად შემაშფოთებელია. ეს თვალსაჩინო პოლიტიკური ძალადობა გამოძიებულ უნდა იქნას სრულად, ხოლო დამნაშავეები დაუყოვნებლივ წარედგინონ მართლმსაჯულების წინაშე. მსგავსი თავდასხმები მიზნად ისახავს დაშინებასა და დემოკრატიული პროცესის ჩახშობას. ასეთი ძალადობა პირდაპირი თავდასხმაა შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, რაც ევროპული ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ამ აგრესიას და ვდგავართ ჩვენი YEPP-ის პარტნიორების გვერდით საქართველოში. საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ოპოზიციის ყველა წევრის, განსაკუთრებით ახალგაზრდა აქტივისტების უსაფრთხოება, ამ კრიტიკულ საარჩევნო პერიოდში.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ პარტნიორს, დაგმონ ეს შემზარავი ძალადობა. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ყველა იმ ქართველი ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ. შედეგად "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა.

 

მსგავსი სიახლეები