ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ საქართველოში ივანიშვილის რეჟიმი არ დასრულდება - ფავლენიშვილი

05.10.25 16:05
ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ საქართველოში ივანიშვილის რეჟიმი არ დასრულდება - ფავლენიშვილი

„თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი ძალიან რთული. როგორც 4 შვილის მამამ, ირაკლი ნადირაძემ აჩვენა პირადი თავგანწირვის მაგალითი, ისევე როგორც ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა“-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  “იბრძოლებენ იქამდე, სანამ არ დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი.“

ძალიან მარტივია თითის გაშვერა, კრიტიკა, მიმოხილვა, ძალიან რთული გახლავთ წახვიდეთ რისკზე, პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენო, როგორიც აჩვენა 4 შვილის მამამ, ირაკლი ნადირაძემ, როგორიც აჩვენა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ იქნება ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში და დასრულდება ივანიშვილის მარცხით, ჩვენ ამ ბრძოლაში იმისთვის ვართ შესულები, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს და რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გაგრძელდება. რაც შეეხება მომავალში ამ ბრძოლას, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან სოლიდარულები ვიყოთ, კონსოლიდირებულები და ვისწავლოთ წარსულის გამოცდილება, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილზე ორიენტირება და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩვენი თანამებრძოლები.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

მსგავსი სიახლეები