მილიონიან ქალაქში, "კარუსელებით", მოსყიდვით, კალაძემ მხოლოდ 1.5 მხარდაჭერის მოპოვება მოახერხა - მელაშვილი

05.10.25 16:16
მილიონიან ქალაქში, "კარუსელებით", მოსყიდვით, კალაძემ მხოლოდ 1.5 მხარდაჭერის მოპოვება მოახერხა - მელაშვილი

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაბალი აქტივობის ფონზე, "ოცნების" ტრაბახი დიდ მხარდაჭერაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, მილიონიან ქალაქში, მეტადრე "კარუსელების" და მოსყიდვის ფონზე, კალაძემ მხოლოდ 1.5 მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.

ეს იყო ყველაზე დაბალი აქტივობა თვითმმართველობის არჩევნებზე ბოლო პერიოდში, ამიტომ "ქართული ოცნების" ნებისმიერი ბაქი-ბუქი თბილისში დიდ მხარდაჭერაზე არის უბრალოდ ტყუილი. მილიონიან ქალაქში მთელი კარუსელებით, მოსყიდვით, დაშანტაჟებით და ა.შ., მათ მოახერხეს მხოლოდ 1.5 მხარდაჭერის მოპოვება, რაც მიანიშნებს "ოცნების" მხარადჭერის არარსებობაზე დედაქალაქში და იმაზე, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული მომავლისთვის, - ამბობს მელაშვილი. 

თვითმართველობის არჩევნებზე უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა იყო. ამას ცხადყოფს ცესკოს ოფიციალური მონაცემები.

ირკვევა, რომ თბილისის უბნებზე სულ 273 ათას 929 ადამიანი გამოცხადდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 26%-ია. ეს კი ნიშნავს, რომ დედაქალაქში ხმის უფლების მქონე მილიონზე მეტი ადამიანიდან კახა კალაძეს, რომელიც კენჭს მესამე ვადით იყრიდა, მხარი მხოლოდ 215 ათასამდე მოქალაქემ დაუჭირა.

 

 

მსგავსი სიახლეები