ზურაბიშვილი: პროტესტში 80-დან 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, თბილისის რეალური მოსახლეობის დაახლოებით 10%
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციას ეხმაურება და წერს, რომ “გაყალბებული ადგილობრივი არჩევნებისა და რუსული მმართველობის წინააღმდეგ პროტესტში 80-დან 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.“
ზურაბიშვილის თქმით, ეს თბილისის რეალური მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია.
გუშინდელ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გაყალბებული ადგილობრივი არჩევნებისა და რუსული მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული, 80-დან 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თბილისის რეალური მოსახლეობის დაახლოებით 10%. პარიზში ეს მაჩვენებელი მილიონ-ნახევარი იქნებოდა, ლონდონში კი - 1.3 მილიონი. 310 დღის შემდეგ!!!!,- წერს ზურაბიშვილი.