ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა
ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, რამდენიმე წუთის წინ, ათონელის ქუჩაზე მიკროავტობუსებით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ნიღბიანი თანამშრომლები მიიყვანეს.
ადგილზე ასევე რჩება წყლის სატყორცნი სამი ავტომანქანაც.
თუ რას ემსახურება შსს-ს თანამშრომლების ასეთი მობილიზება, სამართალდამცველები ამბობენ, რომ წესრიგს იცავენ.
"პირველებმა" დღეს პოლიციის მაღალჩინოსნებს დაუსვა კითხვა, შსს-ს დღევანდელი განცხადების შემდეგ, მისცემენ თუ არა აქციის მონაწილეებს შეკრების უფლებას - ლაშა სალუქვაძე ამბობს, რომ ის ამ განცხადებას არ გაცნობია, ხოლო შსს-ს მაღალჩინოსნების ნაწილმა თქვა, რომ მისცემენ დემონსტრანტებს შეკრების უფლებას, თუმცა გუშინდელი მოვლენებიდან გამომდიანრე, არ იციან ჯერ, რა სახის რეაგირება ექნება შინაგან საქმეტა სამინისტროს.
შეკრებას არავის ვუშლით, უბრალოდ კანონსი ჩარჩოებში უნდა მოექცნენ. თუ დაირღვევა კანონი, კანონსი შესაბამისად ვიმოქმედებთ", - აცხადებს გოგა მემანიშვილი.