რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს არის აისბერგის წვერი - სალომე სამდაშვილი
თქვენ მე მგონი, ვერ ხვდებით, რომ ის, რაც ახლა ხდება ამ ქვეყანაში, ეს არის აისბერგის წვერი, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს. სამადაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საპატიმროშია, სამართლიან სასამართლოს იმსახურებს და მას ამის უფლება უნდა მიეცეს.
ქვეყნის ყოფილის პრეზიდენტი, რომელიც არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს. თქვენ მე მგონი, ვერ ხვდებით, რომ ის, რაც ახლა ხდება ამ ქვეყანაში, ეს არის აისბერგის წვერი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშლობს, ის არის პატიმრობაში და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა და გამოსავალი იმისთვის, რომ მას მიეცეს ის უფლება, რაც არის ადამიანის ძირითადი უფლება, სამართლიანი სასამართლოსი, - თქვა სამადაშვილმა.