"რეჟიმს არჩევნები ჩაუვარდა" - სალომე ზურაბიშვილი

05.10.25 19:20
"რეჟიმს არჩევნები ჩაუვარდა" - სალომე ზურაბიშვილი

"რეჟიმს არჩევნები ჩაუვარდა" - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და გუშინ, 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით ქართველი ხალხი ბრძენია და იცის სად უნდა მივიდნენ და სად არა. 

პირველ რიგში, უნდა დავინახოთ აუცილებლად, რომ რეჟიმს ჩაუვარდა არჩევნები, რაც არ ეცადა, რამდენიც არ დახარჯა და რამდენიც არ დაიხარჯა ამ არჩევნებისთვის არ გამოუვიდა და არ მივიდა ხალხი არჩევნებზე იმიტომ, რომ როგორც სხვებიც ამბობენ ქართველი ხალხი ბრძენია და იციან სად უნდა მივიდნენ და როდის უნდა მივიდნენ.

როცა შენ ელოდები, რომ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გამოსწორდეს და დაინიშნოს ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ამით გადავიდეთ მართლა ახალ პოლიტიკურ სივრცეში, არ შეიძლება რომ დათანხმდე ადგილობრივი არჩევნების ფარსზე და იმაში მიიღო მონაწილეობა. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგეს და ვინც არ იყო რაღაცით ან იძულებული, ან დაინტერესებული ისინი არ მივიდნენ ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები