"ეძებეთ გულანთებული ადამიანები" - აქციის დაკავებული ორგანიზატორების გზავნილი და "ოცნების" მუქარა
4 ოქტომბრის აქციის 5 ორგანიზატორის დაკავებით ამბავი არ დასრულებულა. კობახიძე დაჭერების ახალ სერიას აანონსებს და ამბობს, რომ ადგენენ ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვინც პრეზიდენტის სასახლის ღობე მოანგრია და ტერიტორიაზე შევიდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" პირის იდენტიფიკაციის უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძინა და ამიტომ არ გაუჭირდებათ იმ ადამიანების ვინაობის დადგენა, ვინც გუშინ ორბელიანების მოედანზე დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე სპეცრაზმმა კლინიკა "ჰელსიკორში" დააკავა. ბურჭულაძე ბრალის წარდგენას ელოდება. მსოფლიო ბანს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალის წარდგენას ელოდებიან ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა. ორივე კრიმინალურმა პოლიციამ პარლამენტის წინა დააკავა,. მათ არც წინააღმდეგობა გაუწევიათ და საპროტესტო შეკრების ადგილას სამართალდამცველების მისვლას გვიანობამდე ელოდნენ. პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების შესახებ ნადირაძის განცხადება საჯარო სივრცეში არ იძებნება, პოლიციის გამოჩენამდე მან საზოგადოებას მიამართა, განცხადების მთავარი ადრესატი მისი ოთხი შვილი იყო.
რა მოხდა გუშინ? იყო თუ არა თავიდანვე გეგმაში, რომ აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან უნდა გადასულიყო და შესვლა ეცადა?! მედიის ყურადღება მურთაზ ზოდელავას ბოლო ინტერვიუმ მიიქცია, სადაც ის ამბობს, რომ ხალხი არ უნდა ენდოს რესურსების მქონე ადამიანებს და რეჟიმის წინააღმდეგ მხოლოდ გულანთებულმა პატრიოტებმა უნდა იბრძოლონ.
პრეზიდენტის სასახლესთან გადასვლა ეს იყო გეგმა, თუ მოულოდნელი განცხადება, რომლის შესახებაც სცენაზე მყოფების ნაწილმა საერთოდ არ იცოდა?! ეს არის კითხვები, რომელიც გუშინდელი მოვლენების შემდეგ გაჩნდა. პაატა ბურჭულაძე თავად დეტალებზე არ საუბრობს. დღეს მას ჟურნალისტებისთვის არც ადვოკატის დახმარებით მიუმართავს, მისი ვაჟი კი ღალატზე მიანიშნებს.
ყველაზე ბოლოს კრიმინალურმა პოლიციამ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენ მდივანი დააკავა. მანჯგალაძე სახლში იყო, როცა შსს მინისტრის მოადგილემ ის დაპატიმრებულად გამოაცხადა.
ხუთივე დაკავებული დიღმის პოლიციის სამმართველოშია მოთავსებული, სადაც სავარაუდოდ ხვალ პროკურორები მათ ბრალს წარუდგნენ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რის თმას აპირებს სასამრთლო დარბაზში პაატა ბურჭულაძე, რომელმაც სცენიდან მიმართვა წაიკითხა და აქციაზე შეკრებილებს მისი გეგმა გააცნო.