"გუშინ პროტესტი გაცოცხლდა" - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გუშინ, 4 ოქტომბერს პროტესტი გაცოცხლდა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროტესტი არსად წასულა და ნებისმიერ დროს, როცა ჩაითვლება, რომ საჭიროა "მეტი ხალხი და მეტი მუხტი, ის აქ არის და არსად წასულა".
მისი თქმით, აქციაში მონაწილეობას 70-80 ათასი ადამიანი იღებდა, რომელიც ირაკლი კობახიძეს ეცოტავა, თუმცა მეტიც გამოვა.
გუშინ, ამავე დროს, პროტესტი გაციცხლდა და გაცოცხლდა სწორედ, როგორც პროტესტი ამ ადგილობრივი არცევნების მიმართ, დრო იყო, როცა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ საჭირო არის, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს და უპასუხა ნამდვილად საზოგადოებამ, მშვიდობიანად უპასუხა და გამოვიდა 70 000 თუ 80 000 [ადამიანი], რომელიც ირაკლი კობახიძეს ეცოტავა თვალში, მაგრამ ამდენიც გამოვა და მეტიც გამოვა.
ის რასაც ვამბობდით, 300 და მეტი დღის მანძილზე , რომ პროტესტი არსად წასულა და ნებისმიერ დროს, როცა ჩაითვლება, რომ საჭირო არის, რომ მეტი ხალხი და მეტი მუხტი, ის აქ არის და არსად წასულა, ეს არის ჩვენი საზოგადოების სათქმელი, რომელიც ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ, ვისაც არ უნდა დანახვა და ვისაც შეუძლია დანახვა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.