რუსთაველი დასაცავია, როგორც არასდროს აუცილებელია გავიდეთ პარლამენტთან - სალომე ზურაბიშვილი
რუსთაველი დასაცავია - ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის და შსს-ს განცხადებას.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" რუსთაველსი პროტესტსის მოსპობა სურს და სწორედ ამას ადასტურებს დღეს გელა გელაძის უწყების და "ოცნებია" პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები. ამიტომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, როგორც არასდროს, ხალხს ერთად დგომისკენ და დღეს რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდებს.
ჩვენ ქვეყნის ისტორიაში დავრჩებით, როგორც მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენ, დღეს უნდა დავიცვათ რუსთაველი - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
გუშინ იდგა ხალხი ძალიან მშვიდად, ბოლომდე რუსთაველზე. კი ეცადა კობახიძე, თქვა, ყველა თევნ ხარ ძალადობაზე პასუხისმგებელიო, მაგრამ სისულელეა, ყველა ძალიან მშვიდად იდგა. ამის უამრავი კადრი არსებობს. მე ასეთი შეგნებული ხალხი მართლაც არ მინახავს და ძალიან ამაყი ვარ ამით. დღეს რა გამოწვევის წინაშე ვართ - რადგან ეს დაინახა რეჟიმმა, უნდა რომ როგორც არასოდეს, მოსპოს რუსთაველის პროტესტი, ამას ნიშნავს შსს-ს დღევანდელი განცხადება, რომ არ დავუშვებთ ძალადობრივ ქმედებასო, ეს არის ტყუილი. ეს ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით. ეს ჩვენ ვერ შეგვცვლის და ვერ შეგვაშინებს. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ გავიდეთ რუსთაველზე და გავიდეთ ყველანი ერთად და დავდგეთ რუსთაველზე, იმიტომ, რომ რუსთაველი დღეს არის დასაცავი. ჩვენ არ გადავალთ არცერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე, ჩვენ ვერ მოგვატყუებენ და ვერ გადაგვიყვანენ სხვა რეჟიმში. ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი, ამ ქვეყნის ისტორიაში რომელიც დარჩება და ჩვენ დღეს უნდა დავიცვათ რუსთაველი. რუსთაველი არის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ბოლოს ჩამოიშლება, რუსთაველი არის გარანტია, რომ იზოლაცია ამ რეჟიმსი გარედან გაგრძელდება, რუსთაველი არის გარანტია იმის, რომ ჩვენ ერთამენთის გვჯერა და რუსთაველი არის გარანტია, რომ ხვალინდელი მომავალი არის ჩვენი და არ დავთმობთ. დადგება დღე ნამდვილი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების, სადაც გავაკეთებთ ჩვენ არჩევანს. დღეს არის დაცვის დღე და მე ყველას მოგიწოდებთ, დღეს ერთად ვიდგეთ და გავაგრძელოთ ბოლომდე ეს მშვიდობიანი პროტესტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
ირაკლი კობახიძე უწყვეტი აქციის მონაწილეებს კოლექტიურ "ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ დაუშვებელია, 110 კაცმა მილიონ ასი ათას კაცს ქუჩა გადაუკეტოს. მისი მტკიცებით "ექსტრემისტული ჯგუფებს", რომლებიც გარე ძალებით იმართებიან, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლება არ უნდა მიეცეთ.
ამასთან, დღეს შსს-მაც გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართულ ნებისმიერ შეკრებას გუშინდელი მცდელობის გაგრძელებად მიიჩნევს და შესაბამის ზომებს მიიღებს.