სალომე ზურაბიშვილი: რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა
"რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა და ყველამ გაიგო, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც უფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს" - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა იყო "ერთგვარი ხაფანგი".
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად სპეცოპერაციის ჩავარდნისა, მშვიდობიანმა პროტესტმა თავისი სახე შეინარჩუნა, "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან რეჟიმის მთავარი სამიზნე სწორედ ეს არის".
რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა და ყველამ უკვე გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც უფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, დიდი ხნის წინ მომზადებული, რომელიც ეფუძნება იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი რაც ძალიან ბუნებრივი არის და ამაზე ითამაშეს და ამაზე მოაწყეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა და მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ ეს პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია.
მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამდენი მომზადების მიუხედავად ეს სპეცოპერაცია ჩავარდა და დარჩა დიდი პროტესტი. მშვიდობიანმა პროტესტმა თავისი სახე შეინარჩუნა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ რეჟიმის მთავარი სამიზნე სწორედ ეს არის," - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.