მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის - კალაძე
"მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის", - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კალაძე ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატის დაპირებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მელიას განცხადება ტყუილი დაპირებაა.
ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე. მუნიციპლიტეტს რაც შეეხება, უამრავი მიმართულებით შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, არა ის ტყუილი დაპირებები, რაც ვნახეთ",-აღნიშნავს კალაძე.