საპოლიციო ძალების მობილიზება "გალერეა თბილისის" პარკინგზე
"გალერია თბილისთან", ათონელის სასახლესა და მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველების მობილიზებაა - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები სავარაუდოდ, დედაქალაქში მიმდინარე აქციას უკავშირდება.
კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დღეს, პირველად მიხეილ ყაველაშვილის სამსახურთან გამოჩდნენ. ისინი ათონელის სასახლესთან მიკროავტობუსებით შეიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე დგას წყლის ჭავლის მანქანებიც.