"[კობახიძეს] ცოტა ზედმეტების მოსდის" - გიორგი ახობაძე
"[კობახიძეს] ცოტა ზედმეტების მოსდის" - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ განაცხადა და "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრს მოუწოდა, "იმაზე მეტის უფლებას ნუ მისცემს თავს, რისი უფლებაც ისედაც არ აქვს".
მისი თქმით, მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება აქვთ რუსთაველის გამზირზე იდგნენ და გამოხატვის თავისუფლება დაიცვან.
[კობახიძეს] ცოტა ზედმეტების მოსდის, კარგად ჩახედოს საკუთარ დაწერილ კონსტიტუციას, სიტყვა-სიტყვით წაიკითხოს და იმაზე მეტის უფლებას ნუ აძლევს თავს, რისი უფლებაც ისედაც არ აქვს.
კონსტიტუციური უფლებაა ჩვენი აქ დგომა და ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დაცვა," - განაცხადა გიორგი ახობაძემ.