ამომრჩეველთა აქტივობა ისტორიულ მინიმუმზე - რას ზეიმობს "ოცნება"
კახი კალაძეს, მესამე ვადით მერად არჩევას, მხარი მხოლოდ თბილისის მოსახლეობის 20 პროცენტმა დაუჭირა. ანუ მილიონიან ქალაქში კალაძეს ყოველი ხუთი ამომრჩევლიდან ხმა ოთხმა არ მისცა.
რა აჩვენა თვითმართველობის არჩევნების შედეგებმა? სპეციალისტების თქმით ის, რომ თბილისი ოპოზიციურად განწყობილი ქალაქია. თბილისში მცხოვრები მოქალაქეების დიდ ნაწილს აღარ სურს, რომ გადაწყვეტილებებს ისევ ივანიშვილის გუნდში იღებდნენ. კახი კალაძემ მილიონიან ქალაქში მხოლოდ 215 ათასამდე ხმის მიღება შეძლო - ეს იმაზე ნაკლებია ვიდრე შარშან თბილისში "ქართულმა ოცნებამ" აიღო.
საარჩევნო გარემო ახლაც ისევ ისეთი იყო - საარჩევნო უბნებთან სიებით მობილიზებული ქალებით და კაცებით სავარაუდო კარუსელებით და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებით.
2025 წლის ადგილობრივი თვით მმართველობის არჩენებს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები არ აკვირდებოდნენ. ეს პირველად მოხდა. ქვეყანაში არც ეუთო ოდირის მისია ჩამოსულა. "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ არჩევნების აღიარებისთვის დამკვირველების მოწვევა ეთიოპიიიდან და ბელარუსიდან სრულიად საკმარისია.
დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.