"კურდღლებივით დაიმალნენ" - მდინარაძე ,,ენმ"-ზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არგამოცხადების გამო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს კურდღლები უწოდა. მისი განმარტებით, ოპოზიციის წევრები საკანონდმებლო ორგანოში იმის გამო არ გამოცხადდნენ, რომ "რაღაცეების" მოსმენა არ უნდოდათ.
არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და "ნაცმოძრაობამ" ვერ მობედა პარლამენტში. ბოიკოტი მოიმიზეზა და არ ჩანან. ეს გასაგებია, მე მგონი, ბევრი ფიქრი არ სჭირდება ამას, რომ ისინი კურდღლებივით დაიმალნენ, დღეს რაღაცეების მოსმენა არ უნდოდათ აქ. უფრო მეტს მოისმენდნენ, ვიდრე მოისმინეს. ვიღაცეები ფარადაც ეფარებიან, მაგრამ რა ვუყოთ, გასაგებია, - თქვა მდინარაძემ.