კრემლის პროპაგანდამ საქართველოს პროტესტები „გლობალისტების შეთქმულებად“ მონათლა
პუტინის ახლო გარემოცვის წევრი და რუსეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი ამტკიცებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციები არ წარმოადგენს თავისუფალი ხალხის პროტესტს.
დმიტრიევის თქმით, ეს არის „გლობალისტების მიერ ორგანიზებული შეთქმულება ქართული ოცნების წინააღმდეგ“.
„ერთი და იგივე სცენარი, რომელსაც მემარცხენეები და გლობალისტები კვლავ და კვლავ იყენებენ სასტიკი პროტესტების გასაღვივებლად და ხელისუფლებებისა და კანონის უზენაესობის შესარყევად,“ - დაწერა მან.
მეტიც, კრემლის პროპაგანდისტმა „X“-პლატფორმაზე დაწერა, რომ საქართველოში და აშშ-ში ერთი და იგივე ძალები ცდილობენ ხელისუფლების დამხობას და არეულობის დათესვას.